Powered By Blogger

Friday, March 18, 2011

მათემატიკა არის ნეცნიერება, რომელიც ეფუძნება აბსტრაქციას, დედუქციურ მსჯელობას და სიმბოლურ ლოგიკას. ზოგჯერ მათემატიკას აღწერენ როგორც მეცნიერებას რიცხვების, გეომეტრიული ფიგურების და გარდაქმნების შესახებ. უფრო ფორმალური თვალთახედვით მათემატიკა სწავლობს აქსიომატურად განმარტებულ აბსტრაქტულ მათემატიკურ სტრუქტურებს.



უშუალო პრაქტიკული გამოყენების მქონე მათემატიკის დარგებს შორისაა:მათემატიკური ფიზიკა, მათემატიკური სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა, კრიპტოგრაფია და სხვა. მათემატიკა გამოიყენებოდა ასევე არქიტექტურასა და ხელოვნებაში. ზოგჯერ მათემატიკური ფორმულების გამოყენება ხდებოდა სივრცის, ხმისა თუ განზომილებების დასათვლელად და აღსაწერად.

მათემატიკაში სიტყვა „figure” გულისხმობს ციფრებს, ხელოვნებაში კი ადამიანისა თუ საგნის აღსანიშნავად გამოიყენება.
ჯერ კიდევ ანტიკურ ეგვიპტესა და საბერძნეთში იცოდნენ ოქროს კვეთის საიდუმლო. რენესანსის ეპოქის მხატვნებმა განავითარეს ის და დღესაც ხშირად გამოიყენება თანამედროვე არქიტექტურასა თუ მხატვრობაში.

ბევრი ცნობილი ადამიანისთვის იქცა მათემატიკა შთაგონების წყაროდ. გალილეო გალილეი ერთ-ერთი პირველი იყო,მან წიგნი „Saggiatore” მათემატიკური ენით დაწერა. ავტორისათვის პერსონაჟებს სამკუთხედები, წრეები და სხვა გეომეტრიული ფიგურები წარმოადგენდნენ. გალილეო მიიჩნევდა ,რომ ხელოვანებს, რომელთა მიზანს ბუნების შესწავლა წარმოადგენდა, პიეველ რიგში მათემატიკა უნდა შეესწავლათ.


სამყაროში ყველაფერი გარკვეული კანონზომიერებით, პროპორციითაა აგებული, მიუხედავად მისი ქაოსური ბუნებისა და მრავალფეროვნებისა, თუ შევეცდებით ყველაფერი გარკვეულ სიმარტივემდე, ციფრების სისტემაში გადავიყვანოთ, სამყაროს გენიალურობა დადის ერთ მარტივ ციფრამდე PHI(1,618), თუმცა ჯერ PHI-მდე მივიდეთ.
მე-13 საუკუნეში, იტალიელმა მათემატიკოსმა ლეონარდო ფიბანაჩიმ შეადგინამათემატიკური პროგრესია, რომელშიც ყოველი მომდევნო ციფრი წინა ორი ციფრის ჯამის ტოლია.(1-1-2-3-5-8-13-21...), გარდა ამისა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაშია, რომ მეზობელი ციფრების შეფარდებები მიისწრაფვის PHI-სკენ. მცენარეების, ცხოველების, ადამიანების აგებულებაში იმდენად ხშირად ვხვდებით 1,618-ს, რომ ანტიკური ხანის მეცნიერებმა მას „ღვთაებრივი პროპორცია“ უწოდეს.

ალბათ ყველას გვინახავს პენტაგრამა, რომელსაც ბევრი კულტურა მიიჩნევს ღვთაებრივ და ჯადოსნური ძალის მატარებელ გამოსახულებად, მასში ყველა სეგმენტის შეფარდება PHI-ს ტოლია. თუ სწორად დავხაზავთ ამ სიმბოლოს , მაშინ წრფის მონაკვეთები ავტომატურად დაიყოფიან „ღვთაებრივი პროპორციის“ მიხედვით.

PHIს მიხედვითაა აგებული ცნობილი პირამიდები,ძველი ბერძნული პართენონის ტაძარი, სვეტიცხოველი. იგი გამოყენებულია ლეონარდო და ვინჩის, ალბერტ დიურერისა და სხვა სხვა მხატვართა შემოქმედებაში.პოეზიაში მისი ერთ-ერთი სრულყოფილი ნიმუშია „ვეფხისტყაოსანი“,ასევე მოცარტის სონეტები და ა.შ.



მათემატიკა და მხატვრობა
ლეონარდო და ვინჩი(1454-1519)
„მონა ლიზა“-ახალგაზრდა ქალბატონის პორტრეტი ლეონარდო და ვინჩიმ დაახლოებით 1503-1507 წლებში დახატა. იგი ლუვრშია გამოფენილი. ნახატის სრული სახელია-ქალბატონ მონა ლიზა ჯოკონდას პორტრეტი.ლეონარდოს არც ერთ ნახატში ისე არ არის გადმოცემული ნახატის სიღრმე და მისი ატმოსფერული სიბრტყე, როგორც მონა ლიზაში.
მხატვარმა გამოიყენა „ოქროს მართხუთკედი“, რომელიც იწყება მისი მარჯვენა მაჯიდან, მარცხენა იდაყვამდე და აღწევს თავს. ეს დიდი „ოქროს მართხკუთხედი“ პატარა მართხკუთხედებად იყოფა და ქმნის „ოქროს სპირალს“.მართხკუთხედები იქმნება ნიკაპთან, თვალთან, ცხვირთან.ასევე ცნობილია რომ მონა ლიზას სხეულის ფორმას სამკუთხედი წარმოადგენს.


საიდუმლო სერობა
ფრესკის ზომებია 450*870 სმ და გამოსახულია მონასტრის სატრაპეზოს კედელზე.ამ ნახატმა მსოფლიოში ახალი სიტყვა თქვა,რადგან გამოყენებულია პერსპექტივის კანონები და ჩრდილების ეფექტი, რომელმაც ახალი გზა გაუხსნა დასავლეთევროპულ მხატვრობის.ნახატზე გამოკვეთილია ქრისტიანული რწმენის მთავარი სიმბოლოს, სამების მნიშვნელობა:მოციქულები სამ-სამად სხედან მაგიდასთან, იესოს უკან სამი სარკმელია,იესო ქრისტეს ფიგურის კონტურები სამკუთხედს ქმნიან.საიდუმლო სერობა იტალიური რენესანსის ერთ-ერთ დიდებულ ნიმუშად ითვლება.ეს ფრესკა უფრო მეტია, ვიდრე ნახატი, რადგან მეცნიერები მასზე მუდმივად მუშაობენ და ცდილობენ ამოხსნან იტალიელი გენიოსის ნამუშევრის საიდუმლოებები.

საკუთარ შემოქმედებას მათემატიკა დაუდეს საფუძვლად სალვადორ დალიმ, Pablo palazuelo-მ, ჯონ რობინსონმა, სანდრო ბოტიჩელიმ, ასევე მოცარტმა, შოთა რუსთაველმა და სხვებმა.